ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 ოქტომბერს 10:30-
დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს
კასპის რაიონის სოფლებში ციხისუბანი, წინარეხი, გომი-ჯვარი, კავთისხევი,
გუდალეთი, ლავრისხევი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:00 საათამდე
აბონენტებს გორში სუხიშვილების, ვერხვების, მელიქიშვილის, სტურუას,
ნინოშვილის და მიმდებარე ქუჩებზე; 12:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს
გორის რაიონის სოფლებში ატენი, ბნავისი, წედისი, ოლოზი, ღვარები,
ქსოვრისი და მიმდებარე სოფლებში; 14:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს
ქარელის რაიონის სოფლებში დირბი, დვანი, საღოლაშენი, დოღლაური და
მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე,
ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
|