საქართველოს ბანკი, USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა და Visa რეგიონულ ბიზნესებს გაციფრულებაში ეხმარებიან საქართველოს ბანკი, როგორც რეგიონში ბიზნესის დაწყებისა და განვითარებისმხარდამჭერი, USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამასთან და Visa-სთან პროექტ GoDigital-ის პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთანმდებარე 11 მუნიციპალიტეტსა და 94 თემში მდებარე ბიზნესების საქმიანობისგაციფრულების, ონლაინ სისტემების დანერგვის და ფინანსური პროცესების მარტივადმართვის შესაძლებლობას აძლევს.პროექტში ჩართვით, სასტუმროების, სარესტორნო ბიზნესის ან მაღაზიებისმფლობელები გაიმარტივებენ ბიზნესოპერაციებს. აღსანიშნავია, რომ 6 თვისგანმავლობაში უფასოდაა ხელმისაწვდომი Kovzy-ის მომსახურება რესტორნისოპერაციების გაციფრულებისთვის, B2C.ge-ის მომსახურება ონლაინ მაღაზიისშექმნისთვის, Ehotelspace.com-ის მომსახურება სასტუმროს ოპერაციებისგაციფრულებისთვის და Optimo-ს მომსახურება მარაგების მართვისთვის.გარდა ამისა, ბიზნესები შეძლებენ, ისარგებლონ უკეთესი პირობებით საბანკოსერვისებზე: ბიზნესბარათის საკომისიო პირველი 1 წლის განმავლობაში – 0₾; ციფრული ტერმინალის საკომისიო პირველი 6 თვის განმავლობაში – 0₾; ციფრულ ტერმინალზე სადებეტო ბარათით განხორციელებულ ტრანზაქციაზესაკომისიო პირველი 6 თვის განმავლობაში – განისაზღვრება 1%-ით.სამიზნე მუნიციპალიტეტების და თემების სია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.„საქართველოს ბანკი მხარს უჭერს ყველა ისეთ ინიციატივას, რომელიც ხელს უწყობსბიზნესის განვითარებას და გაძლიერებას. მათ შორისაა პროექტი Go Digital, რომელიცრეგიონებზეა ფოკუსირებული. ამ ბიზნესების მხარდაჭერა ნიშნავს მეტი სამუშაოადგილის შექმნას, ახალი საწარმოების შექმნის სტიმულირებას და ინფრასტრუქტურისგაუმჯობესებას, შესაბამისად, მოხარული ვართ, რომ ამ და სხვა პროექტებით USAID-თანდა Visa-სთან ერთად, ეკონომიკის გაძლიერებაში ჩვენი წვლილი შეგვაქვს“, - აცხადებსოლღა ნაკაშიძე, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი „საქართველოს ბანკის“ შესახებ:საქართველოს ბანკი ქვეყნის წამყვანი ბანკია აქტივების (საბაზრო წილი 38.8%), სესხებისა (საბაზრო წილი 36.8%) დაკლიენტთა დეპოზიტების (საბაზრო წილი 42.3%) მიხედვით. (2023 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, ბანკების მიერეროვნული ბანკისთვის მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის თანახმად). საქართველოს ბანკი კლიენტებს სთავაზობსკორპორატიული და საცალო საბანკო, ასევე ინვესტიციების მართვის მომსახურების ფართო სპექტრს. 2023 წლის 30სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს ბანკი ემსახურებოდა 1.7 მილიონზე მეტ აქტიურ მომხმარებელს 191სერვისცენტრის, 1,022 ბანკომატისა და 3,164 გადახდის აპარატისგან შემდგარი ქსელის, ასევე დისტანციური საბანკომომსახურების პლატფორმისა და თანამედროვე სატელეფონო ცენტრის მეშვეობით. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ:
|