საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განყოფილების სპეციალისტი გორდა შერმადინი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა. შემთხვევა დღეს დაახლოებით 16 საათზე რესტორან სპორტკაფეში მოხდა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სამსახურში გორდა შერმადინის დაკავების ფაქტი დაგვიდასტურეს, თუმცა გამოძიების დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
|