ახალშობილი, რომელმაც 1 საათზე ნაკლები იცოცხლა ამ წლის განმავლობაში ბრიტანეთის ყველაზე ახალგაზრდა დონორი გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.უეილსის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ახალშობილი ტედის გარდაცვალებიდან 3 წუთში ოპერაცია ჩატარდა და მისი თირკმელი ერთ-ერთ ახალგაზრდას გადაუნერგეს. The Daily Mirror-თან ინტერვიუში ახალშობილის მამამ განახცადა: “მან იცხოვრა და გარდაიცვალა როგორც გმირი. შეუძლებელია იმის აღწერა როგორ ამაყები ვართ მისით.“
|