ცხინვალის ე.წ პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა საოკუპაციო რეჟიმის საგარეო საქმეთა მინისტრი დავით სანაკოევი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის მიზეზი ე.წ. პარლამენტის მოთხოვნა გახდა, რომელმაც ჯერ კიდევ გასულ თვეში სანაკოევს უნდობლობა გამოუცხადა, რადგან ის რუსეთთან უფრო ღრმა ინტეგრაციას არ ემხრობოდა. მიუხედავად ამისა, თიბილოვის გადაწყვეტილებით, სანაკოევი ცხინვალის რეჟიმის სამსახურში რჩება და ის ე.წ. პრეზიდენტის მრჩევლის პოსტს დაიკავებს.
ძლიერი წვიმა და დატბორილი სახლები
ლაგოდეხის რაიონის სოფლები წვიმის შედეგად დაიტბორა. უხვმა ნალექმა აფენი, ზემო ნაშოვარი, ჭაბუკიანი, არეშფერანი, გიორგეთი და ონანურის მაცხოვრებლები დააზარალა. როგორც მოსახლეობა ირწმუნება, წყალდიდობის მიზეზი სანიაღვრე არხების არ არსებობაა. ამ დროისთვის, დაზარალებულ სოფლებში სპეცტექნიკაა მობილიზებული და დატბორილი ტერიტორიების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
|