„მადლობა უფალო, 1 საათში 100 მოწონება. ნელ-ნელა მიგებს ხალხი“
„ერთხელ, რაც სულისთვის სათნოა, ის წაიღეთ და გამივრცელეთ, სულ უარყოფითს რომ ხედავთ ჩემში“ - წერს არქიმანდრიტი ანთიმოზი და „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს. „გაიხარე მამაო,ღმერთმა გაგაძლიეროს“ - პასუხობენ არქიმანდრიტს. პოსტს 15 გაზიარება და უამრავი მოწონება აქვს. „მადლობა უფალო! ადრე რელიგიურ ჩანახატს რომ ვაკეთებდი 10 მოწონებაზე მაღლა ვერ ავდიოდი. ეხლა 1 საათში 100 მოწონება. ნელ-ნელა მიგებს ხალხი“ - წერს არქიმანდრიტი. იესოს ლოცვა "ცოდვა აბნელებს სულიერ ხედვას ისე,რომ ცოდვებით დამძიმებულ ადამიანს არ ძალუძს ხედვა და შეცნობა, ანუ გონებით ჭვრეტა თავის სულის სიღრმეში მოქმედი სულიწმიდისა". ეშმაკს არ სძინავს, მუდამ მზად არის მომაწოდოს ცოდვილი აზრები. თუ შემოაღწია გონებაში, მერე სულში გადადის, სულიდან-გულში. როგორც ზღვაში ჩავარდნილი ნივთი საბოლოოდ ფსკერზე პოულობს თავის განსასვენებელს, ასევე ჩემში შემოსული ცოდვა გულის მიუკარებელი სიღრმეების გავლის შემდეგ ფსკერზე ივანებს. ჩემი გულის ფსკერი სავსეა უამრავი ნაგვით, რომელიც აბნელებს სულიერ ხედვას: "თუ ადამიანი შეძლებს იფიქროს საკუთარ სულზე, უფრო ხშირად, ვიდრე სხეულზე, მაშინ მას ბუნებრივად უვითარდება უხილავ სამყაროსთან ურთიერთობის უნარი"(დათო ტურაშვილი). ვცდილობ, ვიფიქრო სულზე უფრო მეტი, ვცდილობ გონებაში არ შემოუშვა ცოდვილი აზრები. აუცილებელია ყურადღებით იყო, საიდან მოდის აზრები: "ეცადე, შეხვიდე შენი სულის წიაღში და ზეცის ნაწილს იხილავ. იმიტომ, რომ ერთიცა და მეორეც ერთი და იგივეა და ერთის დანახვით ორივეს ხედავ. შენში, შენი სულის სიღრმეში, ერთი სამეფოს კიბეა. განიწმინდე თავი ცოდვებისაგან და იპოვი გზას, რომლითაც შეძლებ აღსვლას"(წმ. ეფრემ ასური)- ეს გზა იესო ქრისტეა; "მე ვარ გზა და მე ვარ ჭეშმარიტება"(იოან.14,6). იესოს ლოცვა კი ის მესაზღვრეა, რომელიც იცავს გულს, სულს და გონებას ბოროტი მტრებისაგან. ხანდახან მოვეშვები. დავიღლები. სულში ორპირი ქარი დაუბერავს-ვისაც უნდა შედის და გამოდის. ვეცემი... იესოს ლოცვა. ვდგები, ისევ ვამაგრებ საზღვრებს. დიდი მოღვაწეობის შემდეგ, იესოს ლოცვა ადამიანის გულს ერწყმის. ის ფიქრობს, საუბრობს, გული კი ფეთქავს იესოს ლოცვასთან ერთად და ყველანაირ ცოდვას ისხლეტს-მისი ადგილი იქ არ არის. მე კი უძლური ვარ, უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი! არქიმანდრიტი ანთიმოზი(ივერიელი) წყარო: newposts.ge
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 2025
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.4038
EUR2.5718
GBP3.0757
RUB4.272