სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ლევან ყიფიანმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. „სანამ გადაწყვეტილების შესახებ მოგახსენებთმ გეტყვით, რომ ვერ მოხდა საიდუმლოს შენახვა ბოლომდე... ჩემი პირადი გადაწყვეტილება მინდა მე თვითონ მეცნობებინა საზოგადოებისთვის. ყველაფრის მიუხედავად ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ არ მინდა პოლემიკაში შევიდე სპორტის კომიტეტის წევრებთან. მათგან განსხვავებით სახელმწიფო ინტერესებს პირად ინტერესებზე მაღლა ვაყენებს. მინდა მივმართო პრეიმიერის გადადგომის თხოვნით", - განაცხადა ყიფიანმა.
|