ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა. მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებია. თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი თინა ხიდაშელი იქნება, გარემოს დაცვის მინისტრობის კანდიდატი გიგლა აგულაშვილი და სპორტის მინისტრობის კანდიდატი ტარიელ ხენჩიკაშვილი. ღარიბაშვილმა პარლამენტს და პრეზიდენტს მიმართა, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობა დაჩქარებულ ვადებში დაემტკიცებინათ. თუმცა პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა, რომ ახალ შემადგენლობას ხელს არ აწერს და პარლამენტს და პრემიერს მიმართა ერთი კვირის განმავლობაში კიდევ ერთხელ ემსჯელათ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაზე.
დღევანდელ პროცესებს აქტიურად განიხილავენ სოციალურ ქსელში:
ნანუკა ჟორჟოლიანი: ახლა ის დროა ბიძინამ დუდუს დაურეკოს:) გარეთ მაგარი ამინდია. მზიანი დღე თქვენ ყველას! პრეზიდენტმა ბიძინას ჩაწოდებული გაატარა და პენალტიც ხია. ამნაირი სანახაობა კი ჯობია პურს:) ამასობაში ლარს დედა არ ჰყავს.
ზურაბ ჭიაბერაშვილი: „კოალიციიდან მოსროლის გზა თავდაცვის მინისტრობაზე გადის?“
გია ხუროშვილი: „მარგველა მკაცრი პრეზიდენტის როლს თამაშობს თუ მეჩვენება?!....
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ( ღარიბაშვილმა) თავი დაინიშნა კანიდატად, მინსტრობის კანდიდატებიც დაანონსა და პრეზიდენტმა გაოცებულმა იკითხა მე რატომ არაფერი მკითხეთო?!))))
ცირკია ცირკი და საწყალი "პრეზიდენტი" კლოუნი!....
"აფსუს კია"!!!.....)))))“.
ნუგზარ წიკლაური: „რა დრო დადგა? მარგველამ ქუთაისში მიმავალი მთავრობა რიკოთიდან მოატრიალა ერთი განცხადებით...“
ზაზა ბიბილაშვილი: გაზაფხულდა, აყვავილდა ნუში, კიდევ ერთხელ ჩაგვაცუეს სულში.
წყარო: newposts.ge

|