ექსპრემიერის ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან ხმაურიანი აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ლარის გაუფასურებას აპროტესტებენ და ბიძინა ივანიშვილისგან წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას მოითხოვენ. ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები არიან შეკრებილები.
აქციონერებმა რეზიდენციასთან ზვიგენის ბუშტებთან და წითელ ბარათებთან ერთად გრაფიკული გამოსახულებაც მიიტანეს, სადაც ლარის გაუფასურების მაჩვენებელია ასახული.
რეზიდენციასთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც არიან მობილიზებულნი.
წყარო: newpots.ge
|