პანკისიდან სირიაში სკოლის მოსწავლე გოგონა გაგზავნეს
პანკისის ხეობიდან სირიაში კიდევ ერთი არასრულწლოვანი, 17 წლის გოგონა გაგზავნეს. გოგონა სოფელ ჯოყოლოს საჯარო სკოლის მე–11 კლასის მოსწავლეა. როგორც სკოლის დირექტორმა ნაზო ბორჩაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, გოგონა სკოლას სამი დღეა აცდენს. დაზუსტებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი გოგონა პანკისელ ბექა ტოხოსაშვილზე გაათხოვეს, რომელიც სირიაში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეს იბრძვის. ბექა ტოხოსაშვილი პანკისიდან სირიაში ერთი წლის წინ წავიდა. კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის ცნობილია გოგონას ვინაობა, მაგრამ რადგან ის არასრულწლოვანია, არ ვასახელებთ. 17 წლის გოგონას სირიაში გაგზავნასთან დაკავშირებით, მისი მშობლები კომენტარს არ აკეთებენ. კომენტარზე უარი თქვეს ბექა ტოხოსაშვილის ახლობლებმაც. გოგონას ნათესავების ინფორმაციით, არასრულწლოვანს საზღვარი რომ გადაეკვეთა, კანონით სავალდებულო თანხმობა მშობლებმა მისცეს. დაზუსტებული ინფორმაციით, გოგონა რომ სირიაში მიემგზავრებოდა, ცნობილი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის წარმომადგენლებისთვის პანკისის ხეობაში. კახეთის საინფორმაციო ცენტრს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, რომ ჩვენს მიერ მითითებულმა გოგონამ 28 აპრილს საქართველოს საზღვარი გადაკვეთა. „საზღვარი კანონიერად გადალახა. მას მშობლების თანხმობა ჰქონდა“, – განაცხადა შსს–ს წარმომადგენელმა შორენა ჯახუამ. შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 2 აპრილს, პანკისის ხეობიდან სირიაში 16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილი და 18 წლის რამზან ბაღაკაშვილი წაიყვანეს. მუსლიმი სოფელ ომალოს მე–10 კლასის, რამზანი კი მე–11 კლასის მოსწავლე იყო. ისინი პანკისის ხეობის სოფელ დუმასტურში ცხოვრობდნენ. არასრულწლოვან მუსლიმ კუშტანაშვილს ქვეყნიდან გასვლაზე კანონით სავალდებულო მშობლების ნებართვა არ ჰქონია, თუმცა საქართველო მან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით შეუფერხებლად დატოვა და თურქეთში გაფრინდა. 6 აპრილს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტან გომელაურმა განაცხადა, რომ მესაზღვრეს გამოეპარა მუსლიმ კუშტანაშვილის ასაკი. „არასწორად მოიქცა მესაზღვრე, როდესაც გამოეპარა ასაკი მისი ვიზუალური შეხედულებით. ამ მესაზღვრემ როგორც ახსნა ეს არ გავდა არასრულწლოვანს და ეჭვი არ შეიტანა. თუმცა ეს არ ამართლებს რა თქმა უნდა. მოკვლევა დაიწყო და მოკვლევის შემდეგ დაიდება ბოლოს რა გადაწყვეტილებასაც მივიღებთ ჩვენ. მეტი ყურადღებით უნდა იყვნენ“. მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ქართული მხარე დაუკავშირდა თურქულ სპეცსამსახურებს, რომლებსაც სთხოვეს, რომ შეძლებისდაგვარად მომხდარიყო ბავშვის უკან დაბრუნება. საბოლოოდ, მესაზღვრე – კონტროლიორს სასტიკი საყვედური გამოუცხადეს. 12 აპრილს კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა ფოტო, რომელზეც მუსლიმ კუშტანაშვილი და რამზან ბაღაკაშვილი არიან აღბეჭდილები ტერორისტულ ორგანიზაციად წოდებული „ისლამური სახელმწიფოს“ დროშის ფონზე. მათ ხელში „კალაშნიკოვის“ ავტომატები უჭირავთ. საქართველოდან სირიაში გაგზავნილი სკოლის მოსწავლეები ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ–ერთი ლიდერის, თარხან ბათირაშვილის დაჯგუფებაში არიან. სამხედრო ექსპერტის ვახტანგ მაისაიას თქმით, ფოტოდან ჩანს, რომ პანკისიდან სირიაში გაგზავნილმა სკოლის მოსწავლეებმა ისლამური ხალიფატის დროშის ქვეშ ფიცი უკვე დადეს და სამხედრო შენაერთებში გაანაწილეს. „მათი სპეციფიკური უნიფორმიდან ჩანს, რომ ერთი სირიაში რჩება, მეორე კი ერაყში გადადის. ერთს აცვია ფორმა, რომელიც სირიაში გამოიყენება, მეორის სამხედრო ფორმა კი ერაყში გამოიყენება. იარაღის ტიპიც შესაბამისი აქვთ. ხოლო ფოტოზე მათ მიერ მაღლა აწეული საჩვენებელი თითი ნიშნავს იმას, რომ მათ ისლამური ხალიფატის დროშის ქვეშ ფიცი უკვე დადეს“,- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ. 21 აპრილს, საქართველოს პრემიერ – მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პანკისის ირგვლივარაბუნებრივი ისტერიაა შექმნილი. „ამ თემების გაშუქება არის ყოვლად დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის. ეს არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხები. 2-3 ადამიანი თუ ცდილობს რამდენიმე ახალგაზრდის გადაყვანა შეძლოს სირიაში, ამას სამართალდამცავები მიხედავენ. მე ვიცი, რომ უსაფრთხოების სამსახურები მუშაობენ ამასთან დაკავშირებით. ასე რომ არავითარი პრობლემა არ იქნება. ძალიან გთხოვთ, რომ ასეთი თემებით სპეკულირებას უბრალოდ თავი დაანებოთ“,- განაცხადა ღარიბაშვილმა. პანკისის ხეობიდან ახალგაზრდების სირიაში გადაყვანასთან დაკავშირებით გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრტერორისტული დეპარტამენტი აწარმოებს. წყარო: კახეთის საინფორმაციო ცენტრი
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 2025
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.4038
EUR2.5718
GBP3.0757
RUB4.272