შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის ზღვაზე 16 წლის გოგონა გარდაცვლილი გუშინ იპოვეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროში განუცხადეს , ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
როგორც "ინტერპრესნიუსმა" გაარკვია, გოგონა სკოლის მოსწავლე იყო და იგი სასკოლო ჩანთის ქამრით არის დამხრჩვალი.
ერთ-ერთი ვერსიით, მან თავი ჩამოიხრჩო.
|