შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს და გორის რაიონული სამმართველოს ტყვიავის განყოფილების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული გელა ვ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, მომხდარიდან ერთ საათში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა გორის რაიონის სოფელ ფლავისმანში, ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა გულმკერდის არეში თანასოფლელებს – გელა გ-ს და მის ძმას ბადრი გ-ს. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გელა გ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ბადრი გ-ს სასწრაფო გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
სამართალდამცველებმა ბრალებული დანაშაულის ჩადენიდან ერთ საათში გორის რაიონ სოფელ ფლავის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, ხოლო მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

|