გორში, სტალინის 29 ნომერში მდებარე სახლის ერთ-ერთ სადარბზოში მაცხოვრებლებს დღეს დილით მგელი დახვდა, რომელიც აგრესიულობით გამოირჩეოდა და მეოთხე სართულზე მაცხოვრებლის სახლში შეღწევას ცდილობდა.
მოსახლეობამ საპატრულო პოლიცია გამოიძახა. იმის გამო , რომ მგელის ცოცხლად დაჭერა გარკვეული დროის განმავლობაში ვერ მოხერხდა, სპეციალური ჯგუფი იძულებული გახდა მისი ლიკვიდაცია მოეხდინა.
აღნიშნული ფაქტი ”ნიუპოსტს” შსს-ში დაუდასტურეს.
ამ დრომდე უცნობია, როგორ აღმოჩნდა მგელი ქალაქის ცენტრში, როგორც ადგილობბრივები ამბობენ ის წუხელ შევიდა სადარბაზოში და ღამე იქ გაატარა..
|