ქობულეთში, სასტუმრო ”არმაზში” გაჩენილმა ხანძარმა სამი არასრულწლოვანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მოზარდები ბათუმში, კონცერტის გასამართად რუსთავიდან ჩავიდნენ და ქობულეთში სასტუმრო არმაზში იყვნენ დაბინავებულები. ტრაგედიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცნობია, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით ოთახში კონდიციონერი იყო ჩართული, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. პოლიციელებმა და მაშველებმა ერთობლივად, ცეცხლწაკიდებული შენობიდან 45 ადამიანი გამოყვანა შეძლეს, მათ შორის 31 ბავშვი იყო და სასტუმროში მომუშავე ადამიანები. ხანძრმა სამი ბავშის 10, 11 და 12 წლის სკოლის მოსწავლეების სიცოცხლე იმსხვერპლა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს.
წყარო: newposts.ge
|