რუსთავში, ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელი ხიდიდან მდინარე მტკვარში შუა ხნის მამაკაცი ჩავარდა.
ადგილზე სამაშველო სამსახურის ბრიგადები, საპატრულო პოლიცია და სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
როგორც „ნიუპოსტს“ საგანგებო სიტუაცების სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის მტკვარში გადამხტარი მამაკაცის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის უცნობია მამაკაცი მდინარეში გადავარდა თუ თვითმკვლელობის მიზნით გადახტა.
მამაკაცის ვინაობა ჯერჯერობით დაუდგენელია.
წყარო: newposts.ge
|