კასპის სკანდალში მონაწილე პოლიციელები სამსახურიდან გაათავისუფლეს
კასპის პოლიციის თანამშრომლები, რომლებსაც ზვიად ფეიქრიშვილი ძალადობაში ადანაშაულებდა, სამსახურიდან გათავისუფლდნენ. ამის შესახებ „ნიუპოსტს“ თავად ფეიქრიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ლევან ბაისონაშვილს, მურად ბარნოვს, მიხეილ მიგრიაულს და ამირან ქასოშვილს უფლებამოსილება რამდენიმე დღის წინ შეუწყდათ.„ამ ეტაპზე ველოდები ექსპერტიზის შედეგებს ველოდები იმისთვის, რომ დაზარალებულად მცნონ და საქმე აღიძრას. გორში ვიყავი, საქმის გამომძიებელს შევხვდი, რომელმაც მითხრა, რომ ისინი სამსახურიდან გაუშვეს. ექსპერტიზის შედეგად უნდა დამტკიცდეს, რომ ნამდვილად მათ მომაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა“, - აცხადებს ფეიქრიშვილი. შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიციელები კასპის მცხოვრებ ზვიად ფეიქრიშვილს სასტიკად გაუსწორდნენ. როგორც ზვიად ფეიქრიშვილი ჰყვებოდა, კასპის პოლიციის ოთხმა თანამშრომლემა საქმის გასარჩევად სასაფლაოს ტერიტორიაზე წაიყვანა. ფეიქრიშვილი ამბობდა, რომ სამართალდამცველი ლევან ბაისონაშვილი მის მეუღლესთან, მაია დალაქიშვილთან რომანის გაბმას ცდილობდა. წყარო: newposts.ge
ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
აგვისტო 2025
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ვალუტა ამინდი
USD2.4038
EUR2.5718
GBP3.0757
RUB4.272