ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ გოდგაძეებში ქალი ხანძრის დროს დაიწვა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ხულოს გამგებელმა, ბესიკ ბაუჩაძემ განუცხადა , ხანძარი ჩოგაძეების ოჯახში გაჩნდა, სადაც 80 წელს გადაცილებული, მწოლიარე მოხუცი იმყოფებოდა. მოხუცის სახლიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა.
"სოფელ გოდგაძეებში, ჩაგაძეების ექსვსულიან ოჯახში გაჩნდა ხანძარი. სახლში იმყოფებოდა მწოლიარე, 80 წელს გადაცილებული ქალბატონი. სამწუხაროდ ცეცხლის აალება იმდენად ძლიერი იყო, რომ ვერ მოხერხდა ხანძრის ჩაქრობა და დაიღუპა ქალბატონი", - აღნიშნა ბესიკ ბაუჩაძემ.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ უცნობია.
წყარო interpressnews.ge
|