ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების შედეგად მომხდარი დაპირისპირების დროს ორი მამაკაცი დაიჭრა. დაზარალებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. პირველადი სამედიცინო დახმარების შემდეგ ორივე დაზარალებული სახლში გაწერეს.
როგორც „ნიუპოსტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 118-ე მუხლით მიმდინარებს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
წყარო: newposts.ge
|