გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვიდან ოკუპანტებმა 67 წლის იმერ ბალამწარაშვილი გაიტაცეს. როგორც “დია“-ს კორესპონდენტი ნიკა გაბლიშვილი ადგილიდან იტყობინება, შემთხვევა დღეს დილით მოხდა. მამაკაცი მსხვილფეხა პირუტყვს ქართველი სამართალდამცველების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მწყემსავდა, რა დროსაც მასთან შეიარაღებული სამხედოები მივიდნენ და გაიტაცეს. ბალამწარაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, ქართულმა მხარემ დე ფაქტო ცხინვალთან მოლაპარაკება უკვე დაიწყო. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ოკუპანტებმა სოფელ აძვიდან ორი არასრულწლოვანი გაიტაცეს, რომლებიც შვიდ საათში გაათავისუფლეს.
|