იური ვაზაგაშვილის და - მანანა ვაზაგაშვილი ვარაუდობს, რომ მისი ძმის მკვლელობის შემკვეთი საქართველოში იმყოფება.
ამის შესახებ მანანა ვაზაგაშვილმა საქალაქო სასამართლოში განაცხადა.
მისი თქმით, გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ოჯახმა პროკურატურიდან ბოლო ინფორმაცია ორი კვირის წინ მიიღო.
„მკვლელობის ერთი შემსრულებელი გია სოსანაშვილი სპეციალურად შეარჩიეს, რადგან იციან, რომ არ ლაპარაკობს. რაც შეეხება დამკვეთს, ვფიქრობ, რომ ის საქართველოშია", -განაცხადა მანანა ვაზაგაშვილმა.
წყარო: newposts.ge
|