„შენ კრუხო, გათახსირებულო“- გარჩევები და გაწევ-გამოწევა საკრებულოს სხდომაზე
ლანჩხუთში, დღეს გამართული საკრებულოს სხდომა განსაკუთრებული ხმაურის, სიტყვიერი დაპირისპირებისა და გაწევ-გამოწევის ფონზე მიმდინარეობდა. საკრებულოს სამანდატო კომისიისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარეები, რომან ბიწაძე და ბესო ტაბიძე ერთმანეთს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, როცა ბიწაძე, როგორც დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთ-ერთი საკითხის მომხსენებელი, ტრიბუნასთან მივიდა. „რა უფლებით დგახარ ტრიბუნასთან, შენ გათახსირებულო!“-კოლეგისადმი ბესო ტაბიძის მიმართვას, ტრიბუნასთან მდგომი ბიწაძის გაღიზიანება მოჰყვა და ტაბიძეს „ნაციონალების“ დროს მთავარი პოლიციელობა შეახსენა: „შენ სხვას გათახსირებული როგორ უნდა უწოდო, როცა „ნაციონალების“ დროს მთავარი პოლიციელი იყავი და ათასი სიბინძურე გაქვს გაკეთებული“. აღნიშნული შეფასებისთვის, ბიწაძემ კონტრშეფასება „კრუხო“ დაიმახურა. ხმამაღალი საუბარი ლანძღვა -გინებაში გადაიზარდა, გინება კი გაწევ-გამოწევაში: „ ისეთი ამბავი იყო, ერთმანეთისკენ ხელით გაიწიენ, დეპუტატები ჩადგნენ შუაში და გააშველეს“ _ გვითხრეს დეპუტატებმა. საბოლოო ჯამში გაირკვა, რომ ტაბიძის გაღიზიანება ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომაზე სამანდატო კომისიის თავმჯდომარის არ დასწრებამ გამოიწვია. ეს ბიწაძემ იმით ახსნა, რომ იმ კონკრეტულ დღეს, როცა ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა გამართა, კიდევ სამი სხდომა იყო და დამატებით ტრენინგი გენდერულ თემაზე: „მე ავუხსენი, რომ ეს გამიზნულად არ გამიკეთებია და იმ დღეს დრო არ მქონდა, მაგრამ ემოციური კაცია და თავი ვერ შეიკავა, 14 დეპუტატის თანდასწრებით მომაყენა შეურაცხყოფა, მართალი გითხრათ, ვალში არც მე დავრჩენილვარ“, _ გვითხრა ბიწაძემ. „14 დეპუტატი აბუჩად აგვიგდო და იმ სხდომაზე, რაზეც უნდა ყოფილიყო არ გამოცხადაა, საკითხი მას ჰქონდა შემოტანილი, რაც ქუჩებისა და მოედნების ნუმერაციას ეხებოდა, სხდომა ოთხშაბათს გავმართეთ, მაგრამ მან არ იკადრა მოსვლა, ამან გამოიწვია ჩემი გაღიზიანება“ ,- გვითხრა ნიგვზიანის მაჟორიტარმა ტაბიძემ. წყარო : newposts.ge
ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
ივნისი 2025
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456