გორში ტაქსის მძღოლმა 12 წლის ბავშვის მისამართით გარყვნილი ქმედება ჩაიდინა გავრცელებული ინფორმაციით, 60 წლის მამაკაცმა ავტომობილში მოზარდი ქუჩაზე ჩაისვა და შემთხვევაც სავარაუდოდ გზაში, დანიშნულების ადგილზე მისვლამდე მოხდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული უკვე დააკავეს. მომხდარს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. როგორც "დია"-ს შსს პრესსამასახურში განუცხადეს მომხდრათან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს ხუთიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
|