მაშველებმა და მოხალისეთა ჯგუფმა "მზიურის" ტერიტორიაზე კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია ამის შესახებ "ნიუპოსტს" კრიზისების მართვის საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძრვანელმა, ნატო ნიჟარაძემ დაუდასტურა.
ცხედრის იდენტიფიცირება შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარებამდე შეუძლებელია, თუმცა როგორც თვითმხილველები ვარაუდობენ, გარდაცვლილი მამაკაცია.
არსებული ინფორმაციით, „მზიურში“ ცხედართან ერთად ნაპოვნია ავტომობილიც.
უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მიერ გავრცელებული ბოლო ოფიციალური მონაცემებით, სტიქიას 13 ადამიანი ემსხვერპლა, 10 კი ამ დრომდე დაკარგულად იტვლება.
წყარო: newposts.ge
|