გორში დღეს საღამოს საათებში, ნახევარ საათიანმა ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ პრობლემები შექმნა. რამდენიმე ქუჩაზე მოუწესრიგებელი სანიაღვრე სისტემის გამო მოსახლეობას სარდაფები დაეტბორა. პრობლემები შეიქმნა ვერხვების დევნილთა ჩასახლებაშიც, წყალი კოტეჯების პადვლებში ჩავიდა. ამ დრისთვის ქალაქში აღარ წვიმს.
|