რამდენიმე წუთის წინ "დია“-სთვის ცნობილი გახდა, რომ სტიქიური უბედურიების დროს ზოოპარკიდან გაქცეული მტაცებელი გორის რაიონს სოფელ რეხაში ადგილობრივებმა შენიშნეს. მათ ამის შესახებ გამგებლის წარმომადგენელს აცნობეს, რომელმაც სამაშველო სამსახურის თანამშრომლები გამოიძახა. ამ წუთებში მაშველები სოფლის ტერიტორიაზე ვეფხვს ეძებენ.ადგილზე სამართამცველებიც იმყოფებიან. ფაქტი "დია“-ს გამგეობის პრესამსახურშიც დაუდასტურეს.
|