დღეს ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლება რუსეთის მიერ დამოუკიდებლობის აღიარების მე-7 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოსთან ე.წ საზღვარს კეტავს და ამ გადაწყვეტილებას უსაფრთხოების მოთხოვნებით ხსნის. მოქალაქეებს გადაადგილება ორი დღის განმავლობაში, 25 და 26 აგვისტოს, შეეზღუდებათ. საოკუპაციო რეჟიმს რამდენიმე სხვადასხვა ღონისძიება აქვს დაგეგმილი და რუსეთიდან და აფხაზეთიდან სტუმრებს ელიან. ე.წ. საზღვარზე მოძრაობა 27 აგვისტოს აღდგება.