გორის საკრებულოს დეპუტატებმა ოპოზიციური პარტიებიდან, საკრებულოს
კანცელარიაში განცხადება შეიტანეს. დეპუტატები საკრებულოს უახლოეს სხდომაზე დღის წესრიგში ქალაქ გორის მერის, ზურაბ ჯირკველიშვილისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის დაყენებას ითხოვენ. მერის გარდა დეპუტატებმა განაცხადი საკრებულოს თავმჯდომარის პაპუნა კობერიძის, მისი მოადგილის ნინო ზურაბიშვილის და ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარის "ლეიბორისტული პარტიის" წევრის, ზაზა მეზვრიშვილის გადაყენების მოთხოვნითაც შეიტანეს. ორივე განცხადებას საკრებულოს რვა დეპუტატი აწერს ხელს.
კანონის მიხედვით საკრებულოს 15 კაციანი შემადგენლობიდან მერისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად 10 ხმაა საჭირო, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის და მისი მოადგილის გადასყენებლად ოპოზიციას 8 ხმა ჰყოფნის. რა ხდება გორის
საკრებულოში თემაზე „დია“-ს ახალი ამბების კორესპონდენტები ამ წუთებში მუშაობენ ვრცელი
რეპორტაჟი იხილეთ დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში.