გორის საკრებულოს წევრები ერთანეთს ლექსებს უძღვნიან 31.08.2015

გორის საკრებულოს დეპუტატები ერთმანეთისთვის ლექსების მიძღვნას განაგრძობენ, მორიგი ლექსი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დეპუტატმა ზაზა მეზვრიშვილმა გამოაქვეყნა. ლექსი საკრებულოს წევრს „ნაციონალური მოძრაობიდან“ მინდია გოდერძიშვილს ეძღვნება.

"რომ ამბობ შემირიგდიო, როდის გეჩხუბე მინდია?
შენს ნამოქმედარს ველექსე,რომ ჩაამტვრიე ხიდია.
მე ღმერთს მივანდობ ყველაფერს, მისი სახელი დიდია.
ძმობას არ უყვარს თამაში,როცა ის ბეწვზე ჰკიდია.
როდის ვწერ ფულზე გამცვალე? ესეც ვერ წაგიკითხია.
აქ ფეისბუკის ჭიები ათას სილენჩეს თითხნიან.
თითქოს და კარგად მიცნობენ,უმწეოდ ძირსაც მითხრიან.
თუმც ერთი კატა ეყოფა,სარდაფს თაგვიან-ვირთხიანს!
მე არ მადარდებს არავის,კომენტარები ტიტრები.
თავი კაცებად რომ მოაქვთ,მაგრამ არიან კიტრები.
მათ არც სამშობლო ადარდებთ,ოღონდ ღვინო სვან ლიტრებით.
შენზე ვარ შეწუხებული,სხვის გულისთვის,რომ (შეურაცყოფას არ გაყენებ სხვა სიტყვა ერითმება, ოხ ეს ოხერი რითმა :))იხვნები.
მართლა პატივს გცემ გულწრფელად, არც რამ მაქვს შენთან სადაო.
ხომ გაგიგია ორ ხელით იჭმევა ტკბილი ქადაო.
ჩვენ საომარი სხვაგან გვაქვს,ეხლა არ მკითხო სადაო?
წალეკა მტერმა ქვეყანა ხალიჩად გაიხადაო.
საკრებულოში რაც ხდება ეს ჩვენი ბრალი არ არი.
რაც დაგვითესეს წარსულში,ეხლა მივიღეთ ზარალი.
ოცდახუთ წლის წინ თუ გახსოვს,გაჰქონდათ ჰარი-ჰარალი.
ედემისავით ქვეყანა,გახადეს თითქმის ტრამალი.
ბევრია იმათთაგანი,სისხლი ათყვიათ ლაშებზე,
ზოგი წამალზე ოცნებობს,ზოგი კი რუსის ნაშებზე.
ჩვეული სიამოვნებით,ხელებს ისვამენ ფაშვებზე,
და მისტირიან წარსულ წლებს,რომ ძალადობდნენ ბავშვებზე.
არ მითხრა ეხლა მიშას დროს,თითქოს და ისხდნენ სოროში.
მაშინაც ბლომად აღზევდნენ,ზურგს უმაგრებდათ სოროსი.
მინდა,რომ ცნობა ისწავლო, ჭირის თავის და ბოლოსი.
მარხვის დროს ჭამა სჯობია,ხაშლამის ნაცვლად ღოლოსი!
ასე,რომ ჩემო მინდია,ნუ დარდობ ძმებად დავრჩებით.
მე სკამს არ ვებღაუჭები ჭანჭიკებით და ქანჩებით.
გაივსო მთელი ქვეანა პოლიტიკური ჩარჩებით.
არც ახსოვთ,რომ დადიოდნენ გუშინ დახეულ ლანჩებით!
და კიდევ,სხვებსაც მოგმართავთ,ვინც ჩემზე აკრეფილია.
არ მიცნობთ და ილანძღებით,წკავწკავებთ.როგორც ფინია.
თუ კაცი არ იმსახურებს,არასდროს დამიცინია.
ეს ლექსიც თქვენთვის გამოცვხვა,მიირთვით,ისევ თბილია!"-წერს დეპუტატი რომელიც გორის საკრებულოში ქონების მართვის და  ბუნებრივი რესურსების  საკითხთა კომისიის   თავმჯდომარეა. 

ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
ივნისი 2025
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456