არასაპარლამენტო ოპოზიცია აფრთხილებს ხელისუფლებას შეწყვიტოს მედიაზე შეტევა 31.08.2015

არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს ტელეკომპანია "იმედის" პოლიტიკური ტოქ-შოუების დახურვის თაობაზე: "29 აგვისტოს საღამოს გავრცელდა ტელეკომპანია „იმედის“ ხელმოუწერელი განცხადება, რომელშიც მათ გამოაცხადეს რომ შემოდგომის სეზონზე ეთერში აღარ გავა არხის არცერთი პოლიტიკური გადაცემა.

ამ პროცესს წინ უძღოდა ასევე დამოუკიდებელი არხის - „რუსთავი 2“- ს წინააღმდეგ წამოწყებული ვითომ სამართლებრივი პროცესი, რომლის შედეგად არხის ქონება დაყადაღდა და რომლის უკან აშკარად იკვეთება ხელისუფლების კვალი და მისი მიზნები. ასევე, დღემდე არადემოკრატიული ფორმებით, ხელისუფლების ჩარევით ხდება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ფორმირება. ამ ფაქტებს ცალსახად ვაფასებთ როგორც ხელისუფლების ზეწოლას დამოუკიდებელ ტელეკომპანიებზე. რაც შეეხება ტელეკომპანია „იმედის“ ხელმძღვანელობის მტკიცებას, რომ ეს არის არხის დამოუკიდებელი გადაწყვეტილება - შეუძლებელია ლოგიკურად აიხსნას, რატომ უნდა დახუროს დამოუკიდებელმა არხმა ყველაზე მაღალრეიტინგული და კომერციულად მომგებიანი გადაცემები.

შევახსენებთ ხელისუფლებას რომ დამოუკიდებელ მედიაზე, მათ შორის ტელეკომპანია „იმედზე“ , განხორციელებული შეტევები წინა ხელისუფლების დროს ნეგატიურად დასრულდა თვითონ ხელისუფლებისთვის და ქვეყნისთვისაც, რითაც შეფერხდა დემოკრატიის დამკვიდრების პროცესი საქართველოში.

მივმართავთ დე-ფაქტო და დე-იურე პრემიერებს: შეწყვიტეთ ზეწოლა დამოუკიდებელ მედიაზე და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, რაც ქვეყანას ახალი სამოქალაქო დაპირისპირებისა და დესტაბილიზაციისკენ მიაქანებს !!!

მივმართავთ ბადრი პატარკაციშვილს ოჯახს, ნუ დაემორჩილებით ხელისუფლების ზეწოლას, ტელეკომპანია „იმედი“ ვალდებულია არა მარტო ბადრი პატარკაციშვილის ხსოვნის წინაშე (რომელმაც სიცოცხლის ფასად არ დაუთმო წინა ხელისუფლებას არხის დამოუკიდებლობა), არამედ იმ ასი ათასობით ადამიანის წინაშე, რომელიც ქუჩაში გამოვიდა მისი დამოუკიდებლობის დასაცავად.

მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო ყურადღება მიექცეს საქართველოში ავტორიტარიზმის მზარდ გამოვლინებებს. სამწუხაროდ , ქვეყანა რომელმაც 1 წლის წინ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას , შეუჩერებლად მიექანება არადემოკრატიული რეჟიმის ჩამოყალიბებისკენ, რაც ეჭვქვეშ აყენებს დემოკრატიის დამკვიდრების პროცესის შეუქცევადობას საქართველოში.

1. ახალი მემარჯვენეები - ფიქრია ჩიხრაძე

2. გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა - ნინო ბურჯანაძე

3. ევროპელი დემოკრატები - პაატა დავითაია

4. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია - ბაჩუკი ქარდავა

5. თავისუფალი საქართველო - კახა კუკავა

6. ლეიბორისტული პარტია - შალვა ნათელაშვილი

7. რეფორმატორები - ირაკლი ღლონტი

8. სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის - ზურაბ ხარატიშვილი

9. ტრადიციონალისტთა კავშირი - აკაკი ასათიანი

10. ქრისტიან-დემოკრატიული პარტია - გოჩა ჯოჯუა

11. ძალოვან ვეტერანთა პოლიტიკური მოძრაობა - გია ბერძენაძე"

 

წყარო: newposts.ge

ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
ივნისი 2025
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456