ოქტომბერში საგარეჯოსა და მარტვილში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარ დეპუტატებად კოალიცია " ქართული ოცნება" თამარ ხიდაშელისა და სოსო დანელიას კანდიდატურებს წარადგენს- ამის შესახებ კოალიციის ლიდერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ ეს ხელისუფლების მიერ ჩატარებული კიდევ ერთი წარმატებული არჩევნები იქნება. "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა კოალიციის ლიდერს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადეს.