"შემოდგომა დადგა და ფოთლის მაგივრად პოლიტიკური გადაცემები ცვივა,
გასაოცარი დემოკრატიით ევროპა გაოცებულია" ამ სიტყვებით ეხმაურება სოციალურ ქსელში ახალი მემარჯვენეების
ლიდერი შიდა ქართლში სოსო ბორცვაძე ტ/კ "იმედის" და საზოგადოებრივი მაუწყებლის
პირველ არხზე პოლიტიკური გადაცემების დახურვას. შეგახსენებთ, რომ ტ/კ "იმედმა"
ორი თოქ-შოუ "რეაქცია" და "იმედის კვირა" დახურა. მოგვიანებით
ცნობილი გახდა, რომ პოლიტიკური გადაცემა "პირველი სტუდია" დაიხურა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზეც.