მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებია (ვიდეო) 01.09.2015
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს გიორგი კვირიკაშვილი იკავებს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად დიმიტრი ქუმსიშვილი ინიშნება–სამთავრობო ცვლილებების შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, მინისტრთა კაბინეტში განხორციელებული ცვლილებები კიდევ უფრო გაზრდის მთავრობის ეფექტიანობას.

„საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს დაიკავებს ბატონი გიორგი კვირიკაშვილი. ის კვლავაც იქნება ჩვენი მთავრობის ვიცე-პრემიერი. თქვენ იცით, რომ მთავრობა კონცენტრირებულია ისეთ ეკონომიკურ განვითარებაზე, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს და სარგებელი მოაქვს საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. სწორედ ეს მიზანი განსაზღვრავს ჩვენს საგარეო პოლიტიკას და შიდაეკონომიკურ დღის წესრიგს. ამ ორი სფეროს კონსოლიდაცია ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია. მიმაჩნია, რომ ბატონი გიორგი კვირიკაშვილი იქნება ძალიან კარგი საგარეო საქმეთა მინისტრი. მისი ცოდნა და გამოცდილება დაგვეხმარება ისეთი საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში, რომელიც კიდევ უფრო მჭიდრო კავშირში იქნება ჩვენს ეკონომიკურ პრიორიტეტებთან.... ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე წარმოგიდგენთ ბატონი დიმიტრი ქუმსიშვილის კანდიდატურას. თქვენ იცით, რომ ბატონ დიმიტრის აქვს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორის მართვის სერიოზული გამოცდილება. იგი მუშაობდა ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობებზე. ამჟამად კი იკავებდა თბილისის ვიცე-მერის პოსტს და მაღალი ეფექტურობით გამოირჩეოდა. მასაც აქვს სერიოზული ცოდნა და გამოცდილება ეკონომიკური განვითარების, ინვესტიციების წახალისებისა და მმართველობის სფეროებში გააძლიერებს მთავრობის მუშაობას,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
აგვისტო 2025
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ვალუტა ამინდი
USD2.4038
EUR2.5718
GBP3.0757
RUB4.272