რა ბედი ელის სტალინის ძეგლს- მერია განცხადებას ავრცელებს 10.09.2015
დღეს დილით სტალინის საზოგადოების წარმომადგენლები ქალაქის ადმინისტრაციული შენობის წინ შეიკრიბნენ და ადგილობრივ ხელისუფლებას სტალინის ძეგლის დაუყოვნებლივ დადგმის ნებართვა მოსთხოვეს.
შეკრებილ საზოგადოებას ქალაქის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი შეხვდა და მათი წარმომადგენლები მოსალაპარაკებლად მერიაში მიიწვია.
შეხვედრა მერის კაბინეტში შედგა. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ საზოგადოება «სტალინის» თავმჯდომარე გრიშა ონიანი, პარტია „ნეიტრალური საქართველოს“ თავმჯდომარე ვალერი კვარაცხელია, “სტალინის იდეურ მემკვიდრეთა” საზოგადოების წევრი ალექსანდრე ლურსმანაშვილი, "სტალინის ფონდის“ თავმჯდომარე თამაზ ჯაფოშვილი, ორგანიზაცია “გორელების” წევრები ზურაბ წკრიალაშვილი, გიორგი კანდელაკი, ვალერი სუხიშვილი და სხვები. 
შეხვედრაზე ისაუბრეს ძეგლის დადგმასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. 
საზოგადოების მოთხოვნით შეხვედრას მოგვიანებით შეუერთდა საკრებულოს თავმჯდომარე პაპუნა კობერიძეც. 
"ჩვენ არ გავქვს უფლება, მივიღოთ სამართლებრივად არასწორი გადაწყვეტილება. თუ საინიციატივო ჯგუფი მოითხოვს და წარმოადგენს ყველა საჭირო დოკუმენტს სტალინის ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით, ამ საკითხს ყველა პროცესუალური ნორმების დაცვით გავიტანთ საკრებულოს სხდომაზე, სადაც ხალხის ნდობით აღჭურვილმა საკრებულოს წევრებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. უახლოესი საკრებულო 2 ოქტომბერს გაიმართება, სადაც შესაძლებელი იქნება აღნიშნული საკითხის განხილვა.“ - განაცხადეს ქალაქის პირველმა პირებმა.
ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
ივნისი 2025
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456