შიდა ქართლის გუბერნატორი განცხადებას ავრცელებს 10.09.2015

შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ტ/კ "თრიალეთს" საჯაროდ ბოდიშის მოხდას სთხოვს. გუბერნატორის განცხადება ადმინისტრაციის   ვებ გვერდზე გამოქვეყნდა. განცხადებაში წერია რომ  ტელეკომპანია "თრიალეთმა“ უსამართლო ბრალდებებისა და მაყურებლის შეცდომაში შეყვანისთვის საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადოს. განცხადებას "dia.ge" უცვლელად გთავაზობთ.

"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დასკვნა არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ტელეკომპანია "თრიალეთმა“ უსამართლო ბრალდებებისა და მაყურებლის შეცდომაში შეყვანისთვის საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადოს. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ განიხილა ტელეკომპანია „თრიალეთის“ მიერ თავის ვებ გვერდზე 2015 წლის 27 მარტს გამოქვეყნებული მასალები, სადაც საუბარი იყო ჩემს თითქოსდა ბიზნესინტერესებზე და დაასკვნა, რომ ტელეკომპანიამ არ დაიცვა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი მუხლი, რომელიც ითვალისწინებს შემდეგს - ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. კოალიცია "ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მედიასაშუალებები გათავისუფლდნენ სახელისუფლებო წნეხისგან, რაც პოზიტიურად აისახა ბოლო დროს თავისუფალ მედიაგარემოსთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ საერთაშორსო რეიტინგებზეც, სადაც ჩვენი ქვეყნის მდგომარება საგრძნობლადაა გაუმჯობესებული. სამწუხაროდ, მედიის თავისუფლება ტელეკომპანია "თრიალეთისთვის“ არასწორი და დაუსაბუთებელი ინფორმაციის ტირაჟირებასთანაა გაიგივებული. სწორედ ამის დასტურია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დასკვნა, რომელმაც ნათელი გახადა აღნიშნული ტელეკომპანიის მუშაობის სტილი და „თრიალეთი“-ს ხელმძღვანელობის დამოკიდებულება მედიასტანდარტებისა და საზოგადოებრივი ინტერესების მიმართ. ტელეკომპანია "თრიალეთს“ ბოდიშის მოხდის გარდა, ასევე მოვუწოდებ უზრუნველყოს მოქალაქეებისთვის სწორი და დადასტურებული ინფორმაციის მიწოდება“. გუბერნატორის ადმინისტრაცია მზადყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს ყველა ობიექტურ და ეთიკურ მედიასაშუალებასთან"-წერია განცხადებაში.

ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
აგვისტო 2025
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ვალუტა ამინდი
USD2.4038
EUR2.5718
GBP3.0757
RUB4.272