მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შუფარდა.
გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.
თბილისის ყოფილ მერს პატიმრობა 4 წლითა და 6 თვით ვადით შეეფარდა.
აღნიშნულ საქმეში ბრალდებული იყო ასევე დავით კეზერაშვილი, რომელიც მოსამართლემ გაამართლა.
განაჩენი „თბილსერვისის“ და რიყის გასხვისების საქმეზე გამოცხადა, სადაც უგულავას გამოძიება უგულავას სახელმწიფოს კუთვნილი 5 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება.
შეგახსენებთ, თბილისის ყოფილმა მერმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე საპატიმრო გუშინ დატოვა.