ხელისუფლებამ "რუსთავი 2“ დახურა-ნიკა გვარამია

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ხელისუფლებას ტელეკომპანიაზე ზეწოლაში ადანაშაულებს. როგორც საგანგებო ბრიფინგზე გვარამიამ განაცხადა, საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ „რუსთავი 2“-ს ყველა ბერკეტი ჩაუკეტა იმისთვის, რომ მან ნორმალური ფუნქციონირება განაგრძოს.

"გასაოცარი დემოკრატიის მეოთხე წელი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დაპირებით უნდა ყოფილიყო საუკეთესო, ხელისუფლებამ დაიწყო სამარცხვინო ნაბიჯით - მან თავისი გადაწყვეტილებით "რუსთავი 2" დახურა.
არ მოგატყუოთ იმან, რასაც ახლა ხედავთ ტელეეთერებში. ის, რომ ჩვენ მაუწყებლობას ვაგრძელებთ, არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება ყველაფერს არ აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენ ეს მაუწყებლობა შევწყვიტოთ. დღეს, როგორც არასდროს ჩვენ ახლოს ვართ ამ მაუწყებლობის შეწყვეტასთან. ფინანსური არხები გადაკეტილი გვაქვს, რომელსაც ვიყენებდით ალტერნატივის შემთხვევაში. ტელევიზია არის კონსიგნაციური ბიზნესი. ის როდესაც სარეკლამო დროს ყიდის რამდენიმე თვის შემდეგ აქვს შემოსავალი. ამ დროის განმავლობაში ჩვენთვის მნიშვნელოვანია საბანკო მომსახურება. ბუნებრივია, ყველა ვითარებაში ჩვენ ვიყენებდით ბანკს, როგორც დამხმარე ფინანსურ ინსტუტუციას, რის დახმარებითაც ტექნიკას ვყდილობდით, ასევე ვფარავდით ხელფასებს. იცით, რომ ხელისუფლებამ და მის მიერ წაქეზებულა ქიბარ ხალვაშმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს გზა ჩაეკეტათ ჩვენთვის და ამოგვაგდეს ჯანსაღი კონკურენციიდან. თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, რომ ეს არის ხელისუფლების თამაში, დღეს ხელისუფლებამ ყველა ეს ეჭვი გაფანტა“ - განაცხადა გვარამიამ.

ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
აგვისტო 2025
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ვალუტა ამინდი
USD2.4038
EUR2.5718
GBP3.0757
RUB4.272