პრემიერი-ამ 3 წელიწადში ჩვენ მივაღწიეთ წინსვლას ყველა სფეროში

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართული ოცნების მმართველობის 3 წლისთავს აშშ-დან გამოეხმაურა.

"2012 წლის 1-ელი ოქტომბერი გადამწყვეტი დღე გახდა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე. ამ დღეს კოალიცია "ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ქართველ ხალხთან ერთად,მშვიდობიანი არჩევნების გზით შეცვალა ხელისუფლება და გაიმარჯვა ძალადობაზე. დღეს საქართველო ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე სამი წლის წინ. ჩვენ გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები დემოკრატიისაკენ, დღეს ჩვენ გვაქვს თავისუფალი მოქალაქეებისგან შემდგარი ქვეყანა, სადაც აღარ არსებობს ხელისუფლების შიში, სადაც ხელისუფლება ანგარიშვალდებულია თავისი ხალხის წინაშე. ამ 3 წელიწადში ჩვენ მივაღწიეთ წინსვლას ყველა სფეროში, დაწყებული ჯანდაცვითა და განათლებით,დამთავრებული კანონის უზენაესობით. დღეს გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ შეჩერებას. ჩვენ კიდევ ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ და წინ კიდევ ბევრი მუშაობა გველის. მე მჯერა, რომ ჩვენი ხელისუფლება ხალხთან ერთად ააშენებს ნამდვილად დემოკრატიულ, განვითარებულ და ძლიერ ქვეყანას".-აცხადებს ღარიბაშვილი.

 

ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
ივნისი 2025
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456