მედიისა და საზოგადოების
მაღალი ინტერესის გათვალისწინებით,ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური
ეხმაურება ა(ა)იპ ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერიის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო
ცენტრის ყოფილი დირექტორის ალექსანდრე ვალიაურის მიერ დღეს დემოკრატიული ჩართულობის
ცენტრში გამართულ ბრიფინგს და საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
"ქალაქ გორის
მუნიციპალიტეტის მერიაში თვლიან რომ ალექსანდრე
ვალიაურის მიერ ბრიფინგზე გაჟღერებული მოსაზრებები აბსურდული და უსაფუძვლოა, ვინაიდან
მისი თანამდებობიდან გათავისუფლება მერიის იურიდიული სამსახურის მიერ ადმინისტრაციული
საქმისწარმოების შედეგად მიღებული დასკვნის საფუძველზე მოხდა.
აღსანიშნავია,
რომ საქმისწარმოების პროცესში მონაწილეობას იღებდა თვით ალექსანდრე ვალიაურიც, რომელსაც
განმარტების მიცემის დროს საშუალება ჰქონდა იურიდიული სამსახურისთვის წარედგინა მარეაბილიტირებელი
დოკუმენტები და განმარტებები, თუმცა მას ამ უფლებით არ უსარგებლია.
რაც შეეხება მოვლენათა
განვითარების ქრონოლოგიას:
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის
მერიის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ, ა(ა)იპ ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერიის მოსწავლე
- ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში28 სექტემბერს ჩატარდამონიტორინგი,
რომლისშედეგების შესახებაცმოხსენებითი ბარათი 2015 წლის 8 ოქტომბერს წარედგინა ქალაქ
გორის მუნიციპალიტეტის მერს, ზურაბ ჯირკველიშვილს.
2015 წლის 9 ოქტომბერს
მერის მიერ ერთპიროვნულად გამოიცა ინდივიდუალურიადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი-ბრძანება
ადმინისტრაციული საქმისწარმოების დაწყების თაობაზე, რის საფუძველზეც მერიის იურიდიულმა სამსახურმა
გამოკითხაა(ა)იპ ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერიის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო
ცენტრის დირექტორი ალექსანდრე ვალიაური და მისი მოადგილე ლიზი ყაზიშვილი.
2015 წლის 13
ოქტომბერს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერს ზურაბ ჯირკველიშვილს წარედგინა იურიდიული
სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნა,რომელსაც ბატონი ალექსანდრე ვალიაური გაეცნო 2015 წელის 19 ოქტომბერს.
2015 წელის 19 ოქტომბერს, იურიდული სამსახურის დასკვნაში
ასახული დარღვევის სიმძიმის გათვალსწინებით,
გამოიცა მერის ბრძანება ალექსანდრე ვალიაურის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების
თაობაზე, რომელიც მას 2015 წლის 20 ოქტომბერს ჩაბარდა.
ამჟამად საქმის
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, წარდგენილია
გორის რაიონულ პროკურატურაში. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალური ინფორმაციის
გავრცელება მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია.“-იუწყება მერიის პრესსამსახური.