ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით კიდევ 2 მოქალაქე დააკავა. ინფორმაციას ადგილობრივი ე.წ. "კაგებე" ავრცელებს. მათი განმარტებით, დაკავებულებმა ე.წ. სასაზღვრო რეჟიმი ოკუპირებული ზნაურის რაიონის სოფელ მუგუთთან დააარღვიეს. ქარელის მუნიციპლაიტეტის გამგებლის განმარტებით, დაკავებულები სოფლ
დვანის მცხოვრებლები არიან და ისინი ტერიტორიაზე, რომელიც საოკუპაციო ხაზს ესაზღვრება, ნახირს მწყემსავდნენ. გამგებლის განმარტებით, სწორედ იმ ადგილზე, სადაც დვანელები დააკავეს, ე.წ. გამყოფი ხაზის აღმნიშვნელი არანაირი ნიშანი არ არის.
ნიკა გაბლიშვილი.