ძლიერი წვიმის შედეგად გორში, წმინდაწყლის დასახლებაში ბარაკის ტიპის საცხოვრებელი სახლები დაიტბორა. ოცდაათამდე ოჯახს სახლებში წყალი დილის საათებში შეუვარდა, დაზიანებულია საყოფაცხოვრებო ინვენტარი. ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლებიც იმყოფებოდნე, თუმცა მათ სახლებიდან წყლის ამოტომბვა სრულად ვერ შეძლეს.
|