ხაშურში წყალდიდობას ებრძვიან, მდინარე სურამულას და შოლას ადიდების შედეგად გომის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მოსახლეობა მნიშვნელოვნად დაზარალდა. დატბორილია სახლების პირველი სართულები, განადგურებულია საოჯახო ტექნიკა და დახოცილია შინაური ფრინველი. წყალდიდობის ამსახველ ვიდეოებს ადგილობრივები სოციალური ქსელების საშუალებით ავრცელებენ.
|