მდინარე
სურამულას ადიდების შედეგად ქარელის მუნიციპალიტეტში მოხისის დევნილთა ჩასახლება დაიტბორა,
საიდანაც იძულებით გადაადგილებული ოჯახების ნაწელის ევაკუაცია გახდა საჭირო. მოხისიდან
17 ოჯახი გორში გადმოიყვანეს, სპორტ სკოლის სასტუმროში ამ დროისთვის სულ 30 ადამიანია
მოთავსებული. დაზარალებულები შიდა ქართლის გუბერნატორმა, გორის მერმა, და მუნიციპალიტეტის გამგებლებმა მოინახულეს.