შიდა ქართლის სამხარეო ადმინსტრაციაში საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა (ვიდეო)

შიდა ქართლში სტიქიისაგან მიყენებულ ინფრასტრუქტურულ ზარალს მთავრობა აანაზღაურებს, ამის შესახებ რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვენელმა გიორგი ამაშუკელმა შიდა ქართლის სამხარეო ადმინსტრაციაში გამართულ საგანგებო შტაბის სხდომაზე განაცხადა. სხდომას  მხარის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელები, "ენერგო პრო ჯორჯიას" წარმომადგენელბი და საპატრულო პოლიციის შიდა ქართლის სამმართველოს ხელმძღვანელი დაესწრნენ.  მუნიციპალიტეტების გამგებლებმა საგანგებო შტაბის წევრებს მათ რაიონებში არსებულვითარება  გააცნეს. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის გიორგი გურასპაშვილის ინფორმაციით, ვითარება რთული რჩება, თუმცა ამ დროისთვის წყლის დონემ ცოტა დაიწია და სამაშველო სამსახურებმა სტიქიის შედგების სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყეს. გურასპაშვილის თქმითვე სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. ხაშურის მუნიციპალიტეტში, განსაკუთრებულად რთული ვითარება გომის თემის სოფლებშია შექმნილი, სახლები დატბორილია ოსიაურში და ხაშურის გარკვეულ ნაწილში. მუნიციპალიტეტში ამ დროის მონაცემებით სულ  150 ოჯახია დაზარალებული, ასევე  ინფრასტრუქტურული პრობლემებია შექმნილი სამ საბავშვო ბაღში. რაც შეეხება ქარელის მუნიციპალიტეტს, რაიონის გამგებლის  ზაზა გულიაშვილის თქმით, კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარე სურამულამ სოფელ მოხისში დევნილთა დასახლება დატბორა, რის გამოც კოტეჯებიდან 17 ოჯახის გამოყვანა გახდა საჭირო. ქარელის მუნიციპალიტეტს დევნილებისთვის შესაბამისი ფართი გორის მერიამ შესთავაზა. ამ დროისთვის 30-მდე ადამიანი გორში, სპორტ სკოლის სასტუმროშია გადაყვანილი. გულიაშვილის თქმით, აღნიშნულ დასახლებაში მცხოვრებმა სხვა დევნილებმა ნათესავებს შეაფარეს თავი. დევნილთა ჩასახლებაში განადგურებულია საოჯახო ტექნიკა და დახოცილია შინაური ფრინველი.  რაც შეეხება კასპისა და გორს მუნიციპალიტეტებს, აღნიშნულ ტერიტორიებზე ძირითადად ქარის შედეგად მიყენებული ზარალია დაფიქსირებული და ათობით საცხოვრებელი სახლი სახურავის გარეშეა დარჩენილი.  მუნიციპალიტეტში სპეციალურად შექმნილი კომისიები ზარალს უკვე ითვლიან.  

ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
ივნისი 2025
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456