საქართველოს მთავრობის მეთაურის ანგარიში 21.12.2015
ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები, გამჭვირვალე მმართველობის სისტემა, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯები, ენერგეტიკული პროექტები, ჯანდაცვისა და განათლების ხელმისაწვდომობა, სოფლის მეურნეობის აღორძინება, ეკონომიკის განვითარება, კულტურის სტრატეგიის დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, სპორტული წარმატებები, დეპოლიტიზებული სამართალდამცავი სტრუქტურები, კონკურენტული ბიზნესგარემო, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა, გაუმჯობესებული საარჩევნო და შრომის კანონმდებლობა- საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის სამწლიანი საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
“ყველას გვინდა კარგად ვცხოვრობდეთ დღესვე, მაგრამ ყველაზე მეტად გვინდა, რომ ჩვენ მიერ გამოვლილი განსაცდელებისა და ტრაგედიებისგან დავაზღვიოთ შვილები, უზრუნველვყოთ მათი მომავალი. გავძლიერდეთ რეალურად, და არა ცხრილებსა თუ პროპაგანდისტულ კამპანიებში. შრომის პროცესი არ არის სენსაცია, ის ყოველთვის არ ხვდება ნიუსებში. ხშირად თვით შრომის შედეგებიც არ ხვდება მედიაში. რა თქმა უნდა ჩვენ გვახსოვს სატელევიზიო მითებზე დაფუძნებული ხელისუფლება. მაგრამ ქართული საზოგადოება აღარაა თანახმა ილუზიებში იცხოვროს. ჩემი დღევანდელი ანგარიშის უმთავრესი საგანი იყო შრომა - მევენახეთა თუ მეცნიერების, ბიზნესმენების თუ საჯარო მოხელეების... ამგვარი შრომა ნაბიჯ-ნაბიჯ, თანმიმდევრულად ქმნის ახალ რეალობას, რომელშიც არ რჩება ადგილი ილუზიებისთვის. მჯერა, რომ დღეს ჩვენი ხალხი ხედავს ამ რეალობას. რომ სწორი გზით მივდივართ ჩვენი და ჩვენი შვილების უკეთესი ხვალინდელი დღისკენ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ხალხის საკადრისი ხელისუფლება ვიყოთ. აღჭურვილი ვართ რწმენითა და ენერგიით, მომავლის მკაფიო ხედვით. ჩვენ გუნდს ამოძრავებს ერთადერთი ამბიცია - რომ როდესაც წლების შემდეგ ჩვენ საქმეებს გაიხსენებენ, თქვან, რომ ყველაფერი გავაკეთეთ დიდი ნდობისა და პატივის გასამართლებლად, ჩვენი ნიჭიერი, ღირსეული ხალხის თავდაუზოგავი მსახურებისთვის,”-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
აგვისტო 2025
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ვალუტა ამინდი
USD2.4038
EUR2.5718
GBP3.0757
RUB4.272