სოფელ ჯარიაშენში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს გზა გაჰყავთ, აღნიშნული ინფორმაცია "დია"-ს გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა დავით ტატიაშვილმა დაუდასტურა. მისი თქმით, ოკუპანტები ჯარიაშენში გუშინ გამოჩნდნენ და მას შემდეგ სამუშაოებს აწარმოებენ. შეიარაღებულ სამხედროებს გზა ადგილობრივების კუთვნილ ბაღებში გაჰყავთ. გამგებლის წარმომადგენელი ეჭვობს, რომ მიმდინარე სამუშაოების დასრულების შემდეგ ოკუანტები ჯარიაშენში მავთულხლართების გავლებას დაიწყებენ.
|