ბელგიური მედიის ცნობით, ბრიუსელის პოლიციამ ტერაქტებში ეჭვმიტანილი მესამე ტერორისტი დააკავა. 25 წლის ნაჯიმ ლაკრუა ბრიუსელში, ანდერლეხტის რაიონში დააკავეს. დაკავებული პარიზის ტერაქტებისთვის ასაფეთქებელი მოწყობილობების შექმნაშიცაა ეჭვმიტანილი. ბელგიელმა სამართალდამცველებმა
ბრიუსელის აეროპორტში განხორციელებულ ტერაქტებში მონაწილე ეჭვმიტანილების ვინაობა დღეს დილით დაასახელეს. ნაზიმ ლააშრაუის გარდა, დასახელდა კიდევ ორი პირი - ძმები ხალიდ და ბრაჰიმ ელ-ბაკრაუი. ასევე გავრცელდა სამი ეჭვმიტანილის ვიდეომასალაც, რომელიც სათვალთვალო კამერამ ბრიუსელის აეროპორტში ტერაქტებიდან ცოტა ხნით ადრე დააფიქსირა.
|