გენერალი ბრიდლავი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა (ფოტო)

საქართველოში ვიზიტით მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ევროპის სარდლობის მეთაური, გენერალი ფილიპ მარკ ბრიდლავი დღეს ხურვალეთში, ადმინისტრაციულ საზღვარზე იმყოფებოდა, სადაც საოკუპაციო ხაზი მოინახულა. გენერალ ფილიპ მარკ ბრიდლავს შიდა ქართლში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი ახლდნენ. აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპის სარდლობის მეთაური სოფელ ხურვალეთში არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნო.

„მქონდა შესაძლებლობა, ვსტუმრებოდი თქვენს ადმინისტრაციულ საზღვარს. ჩემთან ერთად იყვნენ საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი და აშშ-ის ელჩი საქართველოში. იქ ვიხილე, თუ როგორ არის გაყოფილი თქვენი ხალხი, საქართველოს მოსახლეობა ორად. თქვენს ქვეყანას, თქვენს მამაც ქვეყანას უშუალოდ აქვს გამოცდილი რუსეთის მცდელობა, გააფართოვოს იძულებითი და კოროზიული გავლენა მის საზღვრებს მიღმა. ახლა კი, იგი ცდილობს, რომ აგრესიულად ითამაშოს მსოფლიო არენაზე. საბოლოო ჯამში, რუსეთის ინტერესია, შეცვალოს საერთაშორისო სისტემაში არსებული წესები და პრინციპები, დაანაწევროს თავისუფალი სამყარო და გამოწვევა შეუქმნას ჩვენს სიმტკიცეს“, - აღნიშნა გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა.

დღესვე აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპის სარდლობის მეთაური საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს გენერალურ შტაბში ესტუმრა.

გენერალი ფილიპ ბრიდლავი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპის სარდლობის მეთაურმა შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან და თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელთან. გენერალი ფილიპ ბრიდლავი საქართველოდან დღეს გაემგზავრება.

ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
აგვისტო 2025
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ვალუტა ამინდი
USD2.4038
EUR2.5718
GBP3.0757
RUB4.272