გორის მუნიციპალიტეტის
სოფელ მეჯვრისხევში 30 წლის ზურაბ ბიბილაშვილს ეძებენ, მამაკაცი დღეს გაუჩინარდა. როგორც
"დია"-ს ადგილობრივებმა განუცხადეს, ის მამასთან ერთად მსხვილფეხა პირუტყვს მწყემსავდა
და სავარაუდოთ რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს. გაუჩინარებულის მამა აცხადებს, რომ მის შვილს ნახირის გამორეკვა სთხოვა, მოგვიანებით
კი აღმოაჩინა, რომ მინდორში აღარ იმყოფებოდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ფლობენ
შესაბამისი უწყებები, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.