შიდა ქართლში მეორე დღეა სტიქია მძვინვარებს, ცოტა ხნის
წინ ქარელის და გორის მუნიციპალიტეტები დაისეტყვა. ქარელში ამბობენ, რომ სეტყვა 15
20 წუთი გაგრძელდა. ჯერ-ჯერობით დასეტყვილი სოფლების ზუსტი რაოდენობა უცნობია. რაც
შეეხება გორს, დასეტყვილია, ძევერის, შინდისის და ატენის თემში შემავალი სოფლები.განადგურებულია
სასოფლო სამეურნეო სავარგულები, ხეხილი და ვაზი.