მაქსიმუმ 2016 წლისათვის, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირთან
უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ, - განცხადებას, რომელიც ალექსი პეტრიაშვილმა გააკეთა, საზოგადოებაში
დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ვიზის ლიბერალიზაციის პროცესი ევროკავშირთან ასოცირების
ხელშეკრულების ფარგლებში დაიწყება და ეტაპობრივად განხორციელდება. აქტიურად განიხილავენ
იმ შესაძლებლებლობებსაც, რომელსაც ქვეყანა დოკუმენტზე ხელის მოწერის შემდეგ მიიღებს.